LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება – გვარამია ივანიშვილს

509
Untitled design (10)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მოშიმშილე სააკაშვილი არის მხნედ, თავისუფლად, მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, დაიბრუნეთ ადეკვატურობა და მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.

„იგი არ განიხილავს გლდანის ციხეში გადაყვანას. ჩვენ ვისაუბრეთ მისთვის შექმნილ სააფრთხეებსა და სრულიად იზიარებს სააკაშვილიც ამ საფრთხეებს, ეს ინფორმაცია უტყუარია. გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.

ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას, იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მის გამეტებას. ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში, წერტილი! ამასაც უნდა შეეგუოთ და გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღოთ. ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის სრულად თქვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში არ გადავა.

როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს ვაცხადებ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, თავისუფლება ან სიკვდილი – სააკაშვილი

მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა – პენიტენციური სამსახური კობა ნაყოფიას ბრალდებებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები