LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი მარსზე გაფრინდება“… „ვერც ერთი ცხელთავიანი ლიდერი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“ – როგორ ჩატარდა არჩევნები

209
FORTUNA.GE (41)

მმართველი გუნდისა და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მორიგი შეხვედრა დამთავრდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე  ჟურნალისტებს შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მიესალმა ცესკოს გადაწყვეტილებას ხმების გადათვლასთან დაკავშირებით.

„სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში პანდემიის მიუხედავად, არჩევნები წარმატებით და დემოკრატიულად ჩატარდა“, – ამბობს თალაკვაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხი წესების დარღვევით შეკრიბა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების წესების დარღვევით შეკრიბა ადამიანები, ამ დროს რესურსები შეზღუდულია, ეს არის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელთავიან ლიდერებსა და დანარჩენს პოლიტიკურ სპექტრს შორის, ვინც პატივს ვცემთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

ამასთან, კითხვაზე არის თუ არა მიზანშეწონილი მსგავსი შეზღუდვების დაწესება, როდესაც ქვეყანა საარჩევნო პერიოდშია, თალაკვაძე აცხადებს, რომ „საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლო და არა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ძალიან ხმამაღლა უყვირის საზოგადოებას და აკეთებს თვითონ დასკვნებს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევნებში არალეგიტიმურად ჩაერია და ეს კარგად დაინახა, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, ისე ქართულმა საზოგადოებამ.

„რაც შეეხება მის დაპირებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რომ ის წლებია, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან თვითმფრინავით, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის. როგორც თავად აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ როდის ჩამოვა, ალბათ ეს მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში“, – აცხადებს თალაკვაძე. 

„საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვერც ერთი ცხელთავიანი ლიდერი ამ ქვეყანაში ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს. არ მოდიან, ნუ მოდიან! ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება“, – დასძინა თალაკვაძემ.

 

„ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ასევე ესწრებოდა ეუთო/ოდირთან შეხვედრას.

„ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ყველა აღიარებს, გარდა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა.

მიხეილ სააკაშვილი არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ“, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც ცხრა წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როდესაც არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ. შესაბამისად, მას ამისთვის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, აიღებს თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელ ბილეთს მიხეილ სააკაშვილი, კობახიძე პასუხობს, „მარსზე გაფრინდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები