LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი კიდევ აქეთ ემუქრება „ქართულ ოცნებას“ ითხოვს პატიებას და ბოდიშს, თურმე ჩვენ გვიწამებია და დაგვიხოცია ხალხი ქუჩაში თუ ციხეებში: ლადო ბოჟაძე

99
ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც მმართველ პარტიას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძოლის გამძაფრება და ქართული ოცნების დამარცხება დააანონსა, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებას“ ემუქრება, მაგრამ მისი მუქარების არავის ეშინია.

მისივე განმარტებით, სააკაშვილისთვის რთულია შეეგუოს იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა არის, მაგრამ მას მოუწევს იმდენი წლის გატარება ციხეში, რომელიც მას მიუსაჯა საქართველოს სასამართლომ.

სამწუხაროა, რომ უკრაინის მოქალაქე, პატიმარი სააკაშვილი კიდევ აქეთ ემუქრება ქართულ ოცნებას და ქართველ ერს. კიდევ აქეთ ითხოვს პატიებას და ბოდიშს, თურმე ჩვენ გვიწამებია და დაგვიხოცია ხალხი ქუჩაში თუ ციხეებში, ჩვენ მოგვიპარია მილიონები, ჩვენ დაგვიკარგავს ტერიტორიები და ა.შ.

სააკაშვილისთვის რთულია შეეგუოს იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა არის მაგრამ მას მოუწევს იმდენი წლის გატარება ციხეში, რომელიც მას მიუსაჯა საქართველოს სასამართლომ. სააკაშვილის მუქარების არავის ეშინია.

საქართველო და ევროკავშირი იმიტომ არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი, რომ სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ყოველთვის უნდა იყოს აღსრულებული“, – განმარტა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები