LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ, ხალხს ახლა ქუჩის პროტესტის სრული ლეგიტიმაცია აქვს

77
1

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია.

ამის შესახებ სააკაშვილი იმ გზავნილში საუბრობს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციას და ხალხს ქუჩის პროტესტისათვის სრული ლეგიტიმაციაც აქვს:

“მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა იყოს გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში. ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი.

რა უნდა ვქნათ? მხოლოდ ერთი – ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ. წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე…

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ, ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე…

“ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში და არც ვარდების რევოლუციის დროს. თუმცა ახლა ოპოზიციას და ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტისათვის.” – აცხადებს სააკაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები