LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც „ჩამოდი, ჩამოდი“ უძახა”: აკაკი ბობოხიძე

248
აკაკი ბობოხიძეე

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ბობოხიძის თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო და პარტიამ მას ცრუ მოლოდინები შეუქმნა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც „ჩამოდი, ჩამოდი“ უძახა,” – აცხადებს ბობოხიძე

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ. ამ ადამიანებმა, ვინც „ჩამოდი, ჩამოდი“ უძახა, და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის“, – ამბობს აკაკი ბობოხიძე.