იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაშია და ის არსად გადაუყვანიათ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
„მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.
პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა.
სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, – წერს რატი ბრეგაძე „ფეისბუქზე“.