Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას: ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას: ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე

64
გიორგი მშვენიერაძე

მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხზე სამართლებრივი მუშაობა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

“მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს დავის გაგრძელება. მათ შორის დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წაღებული.” – განაცხადა ადვოკატმა

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მშვენიერაძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი დღეს სისუსტეს გრძნობდა.

“მე არ ვარ ექიმი და გამიჭირდება უფრო კონკრეტული დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მძიმეა ან არ არის მძიმე მისი მდგომარეობა.” – აცხადებს მშვენიერაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები