სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თბილისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ნარსია „ფეისბუქზე“ წერს, დაკავებამდე სააკაშვილმა თბილისის ქუჩებში გაისეირნა და სურათები გადაიღო.
ფოტოს მიხედვით მიხეილ სააკაშვილი, დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ, სამედიცინო ნიღაბის გარეშე პოზირებს.