ამ ადამიანმა მე სრულიად უკანონოდ წამართვა მოქალაქეობა და მე მოქალაქეობას სრულიად კანონიერად დავიბრუნებ, ნურავის ეჭვი ნუ შეეპარება, – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისდამი მოწოდებას, არ ჩაერიოს ქართულ პოლიტიკაში.
“ადამიანები, რომლებიც ჩემი დაპატიმრებით იმუქრებიან, სანდრაზე ადრე მოასწრებენ სასაზღვრო პუნქტთან და დამხვდებიან ტაშისკვრით, კორიდორსაც გამიკეთებენ” – განაცხადა სააკაშვილმა Facebook live-ის დროს.