LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებშიც გადაიდო

12311051_1715420658680223_8478286990913069593_n

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირით გადაიდო, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში დაუდასტურა.

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.

არდადეგები გახანგრძლივდა საჯარო სკოლებშიც.

„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით,” – განაცხადეს სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები