LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომოდ, ქათმის ხორცი გაიაფდება – „სააღდგომო ქათმის ინკუბაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დაიწყო”

169
5b13a604446db

სააღდგომოდ, შესაძლოა ქათმის, ხორცი გაიაფდეს. მიზეზი – ბაზარზე ჭარბი რაოდენობის პროდუქტის არსებობა იქნება.

„სააღდგომო ქათმის ინკუბაცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დაიწყო. მანამდე ყველა კომპანიამ საკმაოდ ბევრი დაგეგმა, შესაბამისად, სააღდგომოდ ბაზარზე ქათმის ხორცი საკმაოდ ბევრი იქნება“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი საუბრობს. მამუკა ნოზაძის თქმით, შესაბამისად, ეს ხორცი გაუყიდავი რომ არ დარჩეს, დიდი ალბათობით მასზე ფასები დაიწევს.

„პროცესი როდესაც დაიგეგმა სხვა მოლოდინები იყო, ომმა კი ყველაფერი შეცვალა,“- აცხადებს მამუკა ნოზაძე “ბიზნესპარტნიორთან” და იქვე დასძენს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, გაიზარდა საწვავის ღირებულება და ყველა ის კომპონენტი, რაც პროდუქციის თვითღირებულებაში შედის. შესაბამისად, კომპანიას 30%-ით ფასების ზრდა მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები