LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომო დღესასწაულამდე დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას, შესაძლოა დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგეს: გაბუნია

78
თამარ გაბუნია

“ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს თითქმის ათი დღე, სანამ სააღდგომო დღესასწაულამდე მივალთ. ეს ათი დღე, ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს. უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიოლოგიური კუთხით, შესაძლოა დამატებით შეზღუდვებზე დადგეს საკითხი,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ სააღდგომო დღესასწაულები იქნება გარკვეული გამოწვევა, ამიტომ საზოგადოებამ დღესასწაულებზე ხალხმრავლობასა და წესების უგულებელყოფას თავი უნდა აარიდოს:

“მნიშვნელოვანია, ყველა ის წესი დავიცვათ, რაც დაწესებულია. აღდგომის დღესასწაულზე ზეიმი როგორც რელიგიურ გარემოში, ასევე სოცილურ გარემოში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილად ეპიდემიოლოგიური დიდი გამოწვევაა. ყველამ უნდა დავიცვათ ის აუცილებელი მოთხოვნები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მაისში თავი ავარიდოთ შემთხვევების შემდგომ ესკალაციას და ზრდას და გავაგრძელოთ ისევ ნორმალური და ჩვეული სოციალური საქმიანობა.

რა თქმა უნდა, გარკვეული გამოწვევა სააღდგომო დღესასწაულები იქნება და ჩვენ ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი თუნდაც დღესასწაულებზე ხალხმრავლობას და წესების უგულებელყოფას.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე ჯერჯერობით მიღებული არ არის.

 

30 აპრილს, საქართველოში “ასტრაზენეკას” 46 000 დოზა ჩამოვა: გაბუნია