LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომო აქსესუარები Flowersense–სგან

305

Flowersense მომხმარებელს დიზაინერ ქეთი ამირანიძის მიერ შემნილ ხელნაკეთ სააღდგომო აქსესუარებს სთავაზობს. როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, მაღაზია მხოლოდ სადღესასწაულოდ გაიხსნა, თუმცა სამომავლოდ მაღაზიის მუდმივად გახსნასაც გეგმავს.

დიზაინერი მასალად ხეს, ხავსს, ხმელ მცენარეებს, ცოცხალ ყვავილებს, ნაჭრებსა და მატყლს იყენებს. გარდა ამისა მაღაზიაში წარმოდგენილია სანთლები და ლამაზად გაფორმებული  „პასკები“. როგორც დიზაინერმა განმარტა ფასები 5-20 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ჩემთვის მთავარია რომ ყველაფერს ხელით და ბუნებრივი, ნატურალური მასალით ვქმნი. ჩემს გარდა Flowersense-ს კიდევ ორი დიზაინერი, დედაჩემი – ზაირა ოთარიშვილი  და ჩემი მეუღლე – მიშა ოსტროვსკი ჰყავს. მაღაზიას უმეტესად დღესასწაულების პერიოდში ვხსნი, თუმცა სამომავლოდ მაღაზიის გახსნას მუდმივად ვაპირებ“, – განაცხადა ამირანიძემ.

Flowersense-ის მაღაზია ბახტრიონის 11ბ ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდემუშაობს. დიზაინერი შეკვეთებს facebook-ის საშუალებითაც იღებს.   ( https://www.facebook.com/flowersense.f/timeline )

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები