თბილისის საქალაქო სასამართლოში სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის მსვლელობისას ერთ-ერთი ბრალდებული, 62 წლის ქალი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.
სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს, სამედიცინო დახმარების გასაწევად კი, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.