LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair მზად არის Alitalia იყიდოს

44

Ryanair-ის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ იტალიაში ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის შეძენაზე ფიქრობს.

ცნობილია, რომ Alitalia-ს მთლიანი, ან ნაწილობრივი შეძენით დაახლოებით ათამდე ავიაკომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის არის Etihad Airways-ც. ყველა შეთავაზება ოქტომბერში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, მაისის  დასაწყისში უმსხვილესმა იტალიურმა ავიაკომპანია Alitalia-მ მიიღო გადაწყვეტილება გაბანკროტების პროცედურა დაეწყო.

Alitalia იტალიის უმსხვილესი ავიაგადმზიდია, ის ევროპაში სისიდით მეხუთეა. კომპანიის შტაბ–ბინა რომში მდებარეობს. Alitalia 1946 წელს დაარსდა და მაშინ Aerolinee Italiane Internazionali ერქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები