Ryanair მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის პროფკაშირმა 2 დღიანი მანიფესტაცია დააანონსა. გაფიცვა 25 და 26 ივლისს გაგრძელდება და ის ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიასა და ბელგიას მოიცავს. ესპანეთში გაფიცვას 1800 პილოტი და ბორტგამცილებელი გეგმავს, მთლიანობაში კი საპროტესტო აქციაში 4 ათასზე მეტი თანამშრომელი იქნება ჩართული. ორგანიზატორები ხელისუფლებისგან შრომითი ხელშეკრულების დაცვას მოითხოვენ. Ryanair-ელები თვლიან, რომ მათ მონურად ექცევიან და წყლის ფულსაც კი ჩვეულებრივი მგზავრებივით ახდევინებენ.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აქცია უსაფუძვლოდ შეაფასეს, რადგან მათი თანამშრომლები წელიწადში 40 ათას ევროს გამოიმუშავებენ, რაც სრულიად საკმარისი უნდა იყოს.