LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair-ის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან

34

თბილისი 20-22 თებერვალს მასშტაბურ ღონისძიებას – ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს მასპინძლობს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. 

მათივე ინფორმაციით, ფორუმს დაესწრებიან ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორებიცაა:KLM Royal Dutch Airlines, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და ა.შ.

ფორუმი შეკრებს ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან წევერებს, რათა განიხილონ ავიაციაში არსებული და სამომავლო საკითხები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები