LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair გახდება პირველი უცხოური ავიაკომპანია, რომელიც უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება

80
ryanair-aircraft-2

Ryanair გახდება პირველი უცხოური ავიაკომპანია, რომელიც უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება, – ეს პირობა დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ დადო, ინფორმაციას კი სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვიქნებით პირველი ავიაკომპანია, რომელიც დაბრუნდება უკრაინაში, როცა ეს უსაფრთხო იქნება, მაგრამ ამას მომდევნო ზამთრამდე პერიოდი დასჭირდება, როდესაც უკრაინელები რუსებს იქ დააბრუნებენ, საიდანაც ისინი მოვიდნენ“, – აღნიშნა ირლანდიური ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

წყარო: „ავიანიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები