LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair ფრენების სიხშირეს ამცირებს

155
58720eaf-2171-4d86-858a-2b04c609e6f3

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გრძელდება და არავინ უწყის როდის დაუბრუნდება მსოფლიო ძველ და ჩვეულ რიტმს. განსაკუთრებით დიდი ცვლილებები განიცადა ავიაბაზარმა, მთელ მსოფლიოში შეიცვალა და შემცირდა ფრენების სიხშირე, ზარალიც უზარმაზარია და ადამიანებსაც ცხოვრების წესის შეცვლაც მოუწიათ: საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად ჩავარდა, ხალხი საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობაზე გადაერთო.

გამონაკლისი არც საქართველოა. საზღვარგარეთ გამგზავრებას მიჩვეული ქართველი ტურისტები ყველაზე დიდი ინტერესით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მუშაობის განახლებას ელიან. სამწუხაროდ, დამაიმედებელი სიახლე ჯერ არ ისმის. სოცქსელებში ისიც დაწერეს, “ვიზიარმა” ოქტომბრის ბილეთები გაგვიაუქმაო. გუშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

 

ახლა კი ირლანდიური Ryanair აცხადებს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში ფრენების სიხშირის 20%-ით შემცირებას აპირებს.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში ბილეთებზე მოთხოვნის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდება, რაც, კომპანიის განმარტებით, პანდემიის გამო ხალხის დაბნეულობითაა გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ მცირდება არა ფრენების მარშრუტები, არამედ სიხშირე. შემცირება კი, ძირითადად, ესპანეთსა და საფრანგეთს შეეხება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია.

Ryanair-მა კორონავირუსის გამო შეწყვეტილი რეისები ივლისში აღადგინა და განხორციელებული ფრენების სიხშირემ ჩვეული გრაფიკის 60%-ს მიაღწია.

მოგეხსენებათ, დიდი ხანი არ არის, რაც Ryanair-მა ევროპის რამდენიმე მიმართულებით საქართველოდანაც დაიწყო ოპერირება.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ხელმისაწვდომი საერთაშორისო ფრენები მალე დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები