LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair ფრენების 40%-ს 1 ივლისისთვის აღადგენს – გეგმაში საქართველოცაა

129
ryanair-aircraft-12-1600x1065

Ryanair ფრენების 40%- 1 ივლისისთვის აღადგენს. როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია ყოველდღიური ფრენების განრიგით იმუშავებს, რომელშიც 1000 ფრენაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები და მგზავრები ვალდებული იქნებიან,  აეროპორტებსა და თვითმფრინავებში პირბადეები ატარონ, ასევე დაიცვან სოციალური დისტანციის წესები და გაიარონ თერმოსკრინინგი.

ფრენების განრიგი და ავიაბილეთების ფასები Ryanair-ის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ამავე ვებგვერდის მიხედვით ირკვევა, რომ Ryanair-ი საქარველოს მიმართულებით ფრენების განახლებას სწორედ 1-ელი ივლისიდანვე გეგმავს. საიტზე მილანიდან და კიოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, Ryanair -მა „კოვიდ-19“-ის გამო, ფრენების უმრავლესობა მარტის შუა რიცხვებიდან გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები