ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ბარგთან დაკავშირებულ პოლიტიკას ცვლის და თვითმფრინავის ბორტზე ასატანი ბარგის რაოდენობას ამცირებს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილება ძალაში 1 ნოემბრიდან შევა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მგზავრებს ბორტზე ორი ხელჩანთის ატანის უფლება აღარ ექნებათ. თუმცა, ამის სანაცვლოდ ავიკომპანია დიდი მოცულობის ბარგზე გადასახადს 45 დოლარიდან 35 დოლარამდე ამცირებს, ბარგის მოცულობას კი 15 კილოგრამით 20 კილოგრამამდე ზრდის.
რაც შეეხება ხელბარგს, მხოლოდ პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბორტზე აიტანონ 2 ბარგი, 1 ჩვეულებრივი (55სმ x 40სმ x 20სმ) და 1 პატარა ჩანთა (35სმ x 20სმ x 20სმ). ყველა სხვა დანარჩენ გზავრს შეუძლია, თავისი დიდი ბარგი ჩააბაროს ჩასაბარებელ ბარგში (უფასოდ) და დამატებით ბორტზე აიტანოს პატარა ზომის ჩანთა.
თუ მგზავრს სურს, რომ ბორტზე აიტანოს ბარგი დიდი მოცულობით, ამ შემთხვევაში უნდა დაამატოს სერვისი ”პრიორიტეტული ჩასხდომა” და ამისთვის გარკვეული თანხაც გადაიხადოს.
ცნობისთვის, ავიაკომპანია RyanAir, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს, ყოველდღიურად ასრულებს 1600 რეისს 72 ბაზირებული აეროპორტიდან და აკავშირებს 189 მიმართულებას 30 ქვეყანაში.