Ryanair გეგმავს, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში, სამსახურში 2000 მფრინავი აიყვანოს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, მფრინავები ირლანდიურ „ლოუკოსტერს” ახალი Boeing 737 Max-ებისთვის ესაჭიროება, რომელთა მიღებაც გასული თვიდან დაიწყო.
Ryanair-ი წელსვე ახალი თანამშრომლების გადამზადებას დაიწყებს, რათა ისინი მომავალი წლის ზაფხულისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
„Ryanair ელოდება, რომ იზოლაციით დაღლილი მოგზაურები პლაჟებზე დასვენებას მოინდომებენ და რეისების ზრდა მოხდება. მთლიანობაში ავიაკომპანიამ 210 ერთეული Boeing 737 Max შეუკვეთა“, – წერს „ავიანიუსი“.