LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რწყილისა და ჭიანჭველას“ პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

98

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „ რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს.

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებელს რწყილისა და ჭიანჭველას  თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობების ცოცხალ პლანს და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს  სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.

სპექტაკლს ორი რეჟისორი ჰყავს: დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია, რომელიც აღნიშნული დადგმის ქორეოგრაფიც გახლავთ. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა თოჯინები, რომლებიც მხატვარ ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნი,  მუსიკალური გაფორმება – ზურაბ გაგლოშვილს.

სპექტაკლში მონაწილეობენ: გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ ფაიქრიძე.

„რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა მცირე სცენაზე, 20 იანვარს 17 საათზე შედგება. საპრემიერო სპექტაკლები გაიმართება 21 და 27 იანვარს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ რწყილი და ჭიანჭველა“ 16-26 თებერვლამდე მიწვეულია  იაპონიაში, საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტაჟი აზიის“ ეგიდით გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები