LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობის დადგენასთან დაკავშირებულ პროექტს პარლამენტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

110
FORTUNA.GE- (6)

რვა ნარკოტიკული საშუალების ოდენობების დადგენასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან არსებობს პრობლემა და საჭიროა მისი მოგვარება:

“საქართველოს პარლამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ის მიდგომა, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ესაჭიროება გადაჭრა და ამ პრობლემის გადაჭრის სწორ ფორმად მიიჩნიეს ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია.

პრობლემა კი ის იყო, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ იყო დიფერენცირებული რამდენიმე სახეობის ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დოზები, მცირე ოდენობა არ განსხვავდებოდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებისგან.

მცირე დოზის ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ვერ ხერხდებოდა შედარებით მსუბუქი პასუხისმგებლობის ფორმებისა და ზომების შეფარდება. ამ პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, ამ კანონპროექტით ეს საკითხი გადაიჭრება.” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტის მიხედვით, ხელახლა განისაზღვრება რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და შესაბამისი ცვლილებები მათ დოზათა ნუსხაში გახორციელდება.

 

8 ნარკოტიკზე ოდენობების განსასაზღვრად პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა: გამოიწვევს თუ არა ცვლილება სასჯელების გადახედვას, სარჯველაძე განმარტავს