დემნა გვასალიამ თავისი ახალი კოლექციით, რომელიც საკუთარი ბრენდისთვის „ვეტმანი“ შექმნა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში. როგორც იცით, კოლექცია გვასალიამ ქართველების გენოციდს მიუძღვნა. შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელსაც კოლექციაზე დატანილი შტრიხკოდის საშუალებით გადაჰყავხართ გვერდზე, სადაც მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ქართველთა გენოციდის შესახებ…
რუსულმა „ვოგმა“ „ვეტმანის“ ახალი კოლექციის ვიდეო შემდეგი სათაურით ოფიციალურ „ფეისბუქ-“გვერდზე გამოაქვეყნა: „დრამა! დრამა! დემნა გვასალიამ კოლექცია ქართველი ერის გენოციდს მიუძღვნა“.
რუსი „ფეისბუქ“-მომხმარებლის მხრიდან ამ მიძღვნამ დიდი აგრესია მოჰყვა.
„როდის იყო ქართველი ხალხის გენოციდი?“
„ვისი გენოციდი, ვის მიერ და როდის? იგივეა უკრაინასთან დაკავშირებითაც. არავინ ისტორია არ იცის“
„ყველაფრისგან პოლიტიკას აკეთებენ, რა გენოციდი?“
ქართველი კომენტარის ავტორები კი კმაყოფილნი არიან, რომ რუსების მხრიდან ამ თემას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და წერენ: „ეს რუსები რა დასკდნენ ბოღმით. ბრავო, გვასალია!..“
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია და რას გულისხმობს ქართველი ხალხის გენოციდში, ალბათ, ეს რთული გამოსაცნობი არ არის, მათ შორის, არც რუსი ხალხისთვის…