LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული უშიშროება: ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

120
ქერჩის ხიდი

„ქერჩის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსი, სამი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა“,ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია FSB-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, მისი თანამშრომლები და აგენტები იყვნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის ფილაზე 22 პლატაზე. წონა 22 770 კილოგრამი“, – FSB-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ნათქვამია პრესრელიზში.

რუსული უშიშროების მტკიცებით, დადგენილია კიდევ 12 თანამონაწილის ვინაობა და მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.
მათივე განცხადებით, ტვირთი აგვისტოს დასაწყისში, ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის მიმართულებით გაიგზავნა.

„ბულგარეთიდან იგი საქართველოს პორტის ფოთისკენ გაემართა, შემდეგ კი სომხეთში. გადაცემაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები ციურკალო მიხაილ ვლადიმროვიჩი, კოვაჩი დენის ოლეგოვიჩი, სოლომკო რომან ივანოვიჩი, საქართველოს მოქალაქეები ინასარიძე სანდრო, ბროკერი სახელად „ლევანი“და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე გადმოიტვირთა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

„იმავე დღეს, სიმფეროპოლში გამგზავრებული რუსეთის მოქალაქის იუსუბოვ მაჰირის, 1971 წელს დაბადებული იუსუბოვ მაჰირის სატვირთო მანქანაში იმავე დღეს ჩატენეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა.“ – აცხადებენ FSB-ში.

FSB-ს მტკიცებით, ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.

„8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ორი მანქანის საყრდენი ნაწილობრივ ჩამოინგრა, მაგრამ ხიდის თაღის საყრდენები არ დაზიანებულა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის მოსამართლე მოსკოვიდან.“– ნათქვამია განცხადებაში.

ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად რუსებს საწვავი მალე ამოეწურებათ – Sky News

ბულგარეთის მთავრობა – ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის ტერიტორიაზე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები