LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ

87
63E0F308-5FAD-4544-A87C-17DE3AB7E1EF

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ მათთან ინტერვიუში ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა.

„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად, რიგში დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას, მათ შორის 3,6 ათასი მსუბუქი ავტომობილი.

ირაკლი კობახიძე: საზღვრის ჩაკეტვა რუსეთში მყოფი ქართველების ინტერესებს დააზიანებს 

ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს, ეს რუსეთის შიდა საკითხია – თავდაცვის მინისტრი ზემო ლარსის” პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე

რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საზღვარზეა მომდგარი.. სად ხართ ?! რას აკეთებთ?! რატომ ხართ ჩუმად?! – ვაშაძე ღარიბაშვილს და კობახიძეს მიმართავს

 

 

 

ფოტო: ზურაბ ცერცვაძე – ლარსის გამშვები პუნქტი