LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია იმ ქართველ ბიზნესმენს ასახელებს, რომელიც „ალფა გრუპი“-სგან „ბორჯომს“ იყიდის

527
KVR_001112_00040_1_t218_155804

რუსული მედია იმ ქართველ ბიზნესმენს ასახელებს, რომელიც სავარაუდოდ „ალფა გრუპი“-სგან „ბორჯომს“ იყიდის.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ წერს, რომ კონსორციუმი „ალფა გრუპი“ IDS Borjomi Georgia-ში მისი კუთვნილი საკონტროლო პაკეტის (55,8%) გაყიდვისთვის ემზადება, მყიდველი კი ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე იქნება.

„ქართული ოპოზიცია, რომელსაც წარმოადგენს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი რომან გოცირიძე, ორჯონიკიძეს Alfa Group-ის თანამფლობელ მიხაილ ფრიდმანთან დაახლოებულ პირად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ეს არის რეალურად ფიქტიური გარიგება აქტივის დასავლური სანქციებიდან ამოღების მიზნით,“, – წერს „ინტერფაქსი“

სააგენტოს ინფორმაციითვე, „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან შეიძინა.

ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. „ალფა გრუპი“ დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიების სიაშია. სანქცირებულთა სიაშია ჯგუფის მფლობელი მიხეილ ფრიდმანიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები