LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული მას თქვენ დაარქვით, ეს იყო ქართული კანონი” – კაჭარავა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე

150
დავით კაჭარავა

„რუსული მას თქვენ დაარქვით, ეს იყო ქართული კანონი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით კაჭარავა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, აცხადებს.

მისივე თქმით, ამ კანონს საქართველო აუცილებლად მიიღებს და ეს შესაძლოა ზუსტად ამ თაობებში მოხდეს.

„რუსული კანონი მას თქვენ დაარქვით. ეს არის კანონი, რომელიც გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული და ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე თავდაცვისუნარიანობას გაზრდიდა. ეს იყო ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. გაჩნდა დაპირისპირება და თუნდაც ერთი ახალგაზრდას სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა ჩვენს ინტერესს არ წარმოადგენდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს საქართველო აუცილებლად მიიღებს და ეს შესაძლოა ზუსტად ამ თაობებში მოხდეს. ამ ეტაპზე ამ საკითხზე კონკრეტული პასუხია გაცემული და მუშაობას აღარ ვაგრძელებთ”, – აცხადებს დავით კაჭარავა.

კაჭარავა: ვინც ჩვენ ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას უჭერდით მხარს, არ და ვერ გაპატიებთ!

კობახიძე: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო მოეტანა

რაგბის გულშემატკივრები პეტიციით ითხოვენ დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს

ქეთი ხატიაშვილი: „გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა!.. საქართველოს ადგილი ევროპაშია…“