LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსული ხელისუფლების ერთი ვასალი მეორეს ესტუმრა, საგანგაშოა, თუმცა არა გასაკვირი” – ბოკერია

187
bokeria_giga

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ბათუმში გასამხედროებული კადიროველები” იმყოფებიან.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ვასალური დამოკიდებულებისაა დღევანდელი რუსული ხელისუფლების მიმართ.

“რუსული ხელისუფლების ერთ-ერთი შიდა ვასალის ხალხი ესტუმრა მეორე ვასალს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ-ჯერობით ისინი აკონტროლებენ უსაფრთხოების აპარატს. ეს ფაქტი საგანგაშოა, თუმცა გასაკვირი არ არის”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაპანაძე – კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები