LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ჭურვების ყველა აფეთქება, წამების სიზუსტით დავაფიქსირეთ სამაჩაბლოში განთავსებული სეისმური სადგურებით, მასალა გადაეცა საქართველოს პროკურატურას ჰააგაში წარსადგენად – რას იხსენებს თეა გოდოლაძე აგვისტოს ომზე

105
tea

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე 2008 წლის აგვისტოს იხსენებს და რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის მტკიცებულებების შესახებ წერს. მისი თმით, 7 აგვისტოს ინტერნეტის მომწოდებელმა რუსულმა კომპანიამ სეისმური სადგურებისთვის ინტერნეტის შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.

როგორც გოდოლაძე აცხადებს, სამაჩაბლოში განთავსებულმა სეისმურმა სადგურებმა ყველა აფეთქება აღრიცხეს, მასალა კი საქართველოს პროკურატურას ჰააგაში წარსადგენად გადაეცა.

“არ დამეზარება და ყოველ წელს, 7 აგვისტოს დავწერ. ზუსტად 7 აგვისტოს, 2008 წელს, საღამოს 9 საათზე, სატელიტური ინტერნეტის მომწოდებელმა რუსულმა კომპანიამ (სხვა კომპანია, ამ სერვისის მომწოდებელი არც არსებობდა იმ დროს) დაგვირეკა და გაგვაფრთხილა, რომ სეისმური სადგურებისათვის შეწყვეტდა ინტერნეტის მიწოდებას (უბრძანეს და დარეკა, მარტივია). ზუსტად 11:40 წუთზე დაიწყო მასიური შეტევა (დაბომბვა) ქართული სოფლების. რუსული ჭურვების ყველა აფეთქება, წამების სიზუსტით დავაფიქსირეთ სამაჩაბლოში განთავსებული სეისმური სადგურებით(დავკარგეთ ეს სადგურები ომის დროს). ამ მასალის დამუშავებაში დაგვეხმარნენ ამერიკელი მეცნიერები(ჩემი ამერიკელი დედაEileen Schaffer Vergino ) ერთად აღვრიცხავდით და ვაზუსტებდით ინფორმაციას. ზურაბ ჯავახიშვილმა შემდეგ, დამატებით გორის დაბომბვის ყველა მასალა აღრიცხა და შემდეგ ეს მასალა გადაეცა საქართველოს პროკურატურას ჰააგაში წარსადგენად. ეს იყო უტყუარი მტკიცებულება რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის. ჰოდა, ვინც ამ ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვა დააბრალეთ თქვენი მოღალატე, ერთუჯრედიანი, ნაძირალა, კაგებეშნიკი ……. დანარჩენი გააგრძლეთ!!!”, – წერს სეისმოლოგი.