საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა რუსულ ავიაკომპანიების საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, ავიაკომპანიების ზარალი 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე (36-დან 48 მილიონ დოლარამდე) აღწევს. სწორედ ამ თანხის დაბრუნება მოუწევთ ჯამურად ავიაკომპანიებს გაყიდული ბილეთების სანაცვლოდ. კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უკან უნდა დაუბრუნონ.
ცნობისთვის, დღეისათვის ქართულ ავიაბაზარზე ექვსი რუსული ავიაკომპანია ოპერირებს, ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.
შეგახსენებთ, პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.