LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ავიაკომპანია მორიგ სკანდალში გაეხვა

40

რუსული ავიაკომპანია „პობედა“ მორიგ სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი მგზავრი რეისიდან „ზედმეტად გრძელი ფეხების“ გამო მოხსნეს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გააკეთეს და ინციდენტი სრულიად სხვა მიზეზით ახსნეს.

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კიმეროვი ძალიან აგრესიულად იქცეოდა და ბორტის წევრებს ანგარიშსწორებითაც კი ემუქრებოდა. გარდა ამისა, ის ძალიან მაღალი იყო და ფეხების კომფორტულად დასაწყობად თავის ადგილი არ ეყო და გვერდით მჯდომი მგზავრის ადგილიც დაიკავა. შედეგად, რეისი ნახევარი საათით გადაიდო და დებოშირი სამართალდამცავების დახმარებით ლაინერიდან ჩაიყვანეს. ალექსანდრემ ავიაკომპანიას სასამართლოში უჩივლა და პრობლემის მთავარ მიზეზად ფეხების სიგრძე დაასახელა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები