LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან შარაძე: ივანიშვილმა, რუსთაველზე, ყველა ერთად შეკრიბა და ჩარეცხა

322
shr

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ქუჩაში მოკლული საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას და პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,იცით, რა მახსენდება? 7 ნოემბრის შემდეგ, ,,ოპოზიცია“ ხალხში აზრს რომ ნერგავდა – საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა მოვითხოვოთო და ხალხიც, ბღავილით – აბა რა , აბა რაო! სინამდვილეში, მიშა ნიადაგს იმზადებდა, მეორე საპრეზიდენტო ვადა რომ ამოეწურებოდა, ,,ხალხის მოთხოვნით“, საპარლამენტო მოდელი შემოეტანა და პრემიერ-მინისტრის სავარძელში ჩასკუპებულიყო.
კიდევ ის მახსენდება, ავთანდილ დემეტრაშვილის (სინამდვილეში, სააკაშვილ-ადეიშვილის) საკონსტიტუციო კანონპროექტი რომ უნდა გასულიყო და ხმა დაყარეს (პრესაში იტერიულად იბეჭდებოდა) – არიქა, მიშას ლევან რამიშვილის კანონპროექტი გააქვსო. იგივე ხალხი ახლა ამაზე აბღვლდა და სააკაშვილმაც, უმტკივნეულოდ შემოაცურა, რაც მისთვის სასარგებლო იყო.
სკამისთვის დედას რომ გაყიდიან, იმ ტიპებზე და ,,კმარას“ შთამომავლებზე არ ვამბობ, მაინტერესებს, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ დემოკრატიისთვის იბრძვიან, ნეტა, იციან რას აპროტესტებენ?
გულახდილად გეტყვით, პირადად, ჩემი ტვინის ხვეულები დეტალურად ვერ აყალიბებს აზრს და ჯერ-ჯერობით, არც ის ვიცი, რატომ გამახსენდა ეს ამბები, მაგრამ რაღაც საერთო უნდა ჰქონდეს, აშკარად”

“რა კუდიანი უნდა იყო, რომ ამოიცნო, ვინ ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტყლაპოში, მხოლოდ, ერთი რამ არის თვალნათელი – ივანიშვილმა, რუსთაველზე, ყველა ერთად შეკრიბა და ჩარეცხა. ვინც მსხვერპლად მიყვა, თავისთავს დააბრალოს, რადგან ვერ შეიგნო – სანამ ამ ნაგავს „ოპოზიცია“ ერქმევა, ივანიშვილი ყოველთვის გამარჯვებული იქნება. სამწუხაროა, სასაცილო და სატირალი რომ არ იყოს ერთად”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები