რუსთავში, N23 საჯარო სკოლიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ორმა პირმა ნოუთბუქები სასწავლო პროცესის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარა. მედიის ცნობით, ისინი სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.