რუსთავში, ქორწილის ესკორტის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ცნობითვე, ესკორტის ავტომობილში ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა. ქვეითად მოსიარულე პირი, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.