რუსთავში რესტორანი “მონოპოლის” მიმდებარედ მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 20-მდე მაშველი და მყვინთავია ჩართული.
შსს-ს ცნობით, საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.