LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

117

რუსთავში, მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდნილი 10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოზარდი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეამინაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, 10 წლის ბიჭს თავის ქალის ტრავმა, მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები.
გუშინ, რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულის აივნიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები