LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, მე-7 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

130
კორპუსიდან

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის აივნიდან ბავშვი გადმოვარდა.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ბავშვი სამი წლისაა. ოჯახი კორპუსში საცხოვრებლად ცოტა ხნის წინ გადავიდა.

დაშავებული ბავშვი ოჯახის წევრებმა თავად გადაიყვანეს კლინიკაში.

 „ფორტუნას“ კლინიკა „რუსთავში“ განუცხადეს, ბავშვი ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაშია და აპარატზე იმყოფება. 

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთლობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები