LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ჯარისკაცებმა 2 მცირეწლოვანი გადაარჩინეს

522
dtrie

რუსთავში, სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.  ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ.

როგორც მეზობლები ამბობენ, ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

სამმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ოთახში შეაღწიეს და 2 მცირეწლოვანი ალმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა რუსთავში შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

“ინფო რუსთავმა” 2 სამხედროს სახელი და გვარი გაარკვია, ესენი არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცის ვინაობა ჯერ უცნობია, აღსანიშნავია რომ ალექსანდრე ჯანიაშვილი რუსთაველია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები