LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა

118
saswrafosmanqana

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით მამა-შვილი მოიწამლა. შუა ხნის მამაკაცი და 17 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი საცხოვრებელ ბინაში ნათესავმა უგონო მდგომარეობაში ნახა და 112-ში დარეკა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები