რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა – ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ, შუახნის ასაკის ქალს დაეჯახა.
გავრცელებული ცნობითვე, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. „ფორტუნა“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არკვევს.