რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ,,ბიუ-ბიუს” მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.