რუსთავის “აზოტის” საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, მაშველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.
საძიებო სამუშაოებში, ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.