LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

141
ლენტიავარია

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მშენებელთა ქუჩაზე, ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მცირეწლოვან ბავშვს რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.

მცირეწლოვანი ადგილზე მყოფმა პირებმა საკუთარი ავტომობილით, გარდაბანში “ჯეო-ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმის ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

“უბედური შემთხვევის ადგილიდან შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა. იყო გარდაცვლილი”, – ამბობს მორიგე ექიმი რაგილია მამედოვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები