რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. “ახალ ხიდთან” “ოპელისა” და ” ტოიოტას” მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ.
“ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, 3 მარდალეიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს კი პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.
არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება”, – წერს მედია.
“რადიო ფორტუნა” მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.