LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრში კიდევ ერთი პრემიერა იგეგმება

128

2 მაისს, 20 სთ-ზე, რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე, რეჟისორი გიორგი ოსეფაშვილი, ესპანელი დრამატურგის, სცენარისტისა და მსახიობის ფერნანდო არრაბალის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის  – „პიკნიკი“  პრემიერას  წარმოადგენს!

როგორია პიკნიკი ქალაქგარეთ, თანაც მონატრებულ შვილთან, რომელიც ომში საბრძოლველადააა, შვილი, რომელსაც გასროლის ისე ეშინია, ჯერ ლოცვას კითხულობს და შემდეგ ჩახმახზე თითის გამოკვრისას თვალებს ხუჭავს, მსხვერპლი არასოდეს ჰყოლია. ეს ისტორია კი მამის ინსპირაციის წყარო ხდება,  როგორ გადაარჩინოს სამყარო ომისგან. გროტესკით გადმოცემული მტკივნეული თემა, ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე მოპოვებული სახელისუფლებო წარმატება და პრობლემა, რომელიც მუდმივი განსჯის საგანია,  რატომ ეწირებიან ახალგაზრდა გამოუცდელი ადამიანები ომს და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მათ მიერ დაღვრილი სისხლი.

როგორ გადაწყვეტენ ომის მშვიდობიანად დასრულების ბედს, შვილთან ომის წინა ხაზზე დაბადების დღის აღსანიშნავად ჩასული მშობლები და რა სტრატეგიას ირჩევს ჯარისკაცის მამა ომის გასაუქმებლად. როგორი  ადამიანები დგანან ომის წინა ხაზზე სამშობლოს დასაცავად და რა რატომ უჭირთ იარაღიდან გასროლა ახალგაზრდა ჯარისკაცებს.  ნახეთ, ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად, რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე.

სპექტაკლის რეჟისორი,  მუსიკალი გამფორმებელი და   ქორეოგრაფი – გიორგი ოსეფაშვილია,  მხატვარი  –  ლომგულ მურუსიძე, რეჟისორის თანაშემწე –  ლეილა ჯელაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ:

მარკო (ჯარისკაცი)  – შოთა მერკვილაძე

არმანდო (მარკოს მამა)  – ზვიად დოლიძე

სილვია (მარკოს დედა) – ხათუნა ბოკუჩავა

მარიეტა (სანიტარი) – მაია გელიაშვილი

მონიკა (სანიტარი) – ანა შარვაძე

დარკო (ჯარისკაცი მტრის ბანაკში)  – ლეონტი შიოშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები