LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრი მორიგი პრემიერის სამზადისშია

128
სცენა

17 თებერვალს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის მცირე სცენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე მაყურებელს კარელ ჩაპეკის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს ,,მარშალი“   წარუდგენს.

სპექტაკლის სიუჟეტი საუკუნის დასაწყისში უცნობ ქვეყანაში  ვითარდება, სადაც მოულოდნელად ვრცელდება დაავადება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასაც თავდაყირა აყენებს. პიესა ერთდროულად მოიცავს თაობათა შორის დაპირისპირებასაც და იდეალისტურ-ჰუმანისტურ მისწრაფებებსაც, როდესაც ახალგაზრდა ნიჭიერი ექიმი მისი საიდუმლო რეცეპტით ცდილობს დაუპირისპირდეს ქვეყნის ხელისუფალთ.

სპექტაკლის მთავარი გმირები სამ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთ მხარეს დგას მარშალი და ჯანმრთელი ახალგაზრდობა, რომლებსაც ომი სწყურიათ და რომლებიც მზად არიან ფეხქვეშ გათელონ მშვიდობის მოყვარე ექიმი, მეორე მხარეს დგას დაავადებული ადამიანების დიდი მასა, რომელიც მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ გადარჩეს…

შემოქმედებითი ჯგუფი

რეჟისორი – სოსო ნემსაძე

მხატვარი – ბარბარა ასლამაზი

კოსტუმების მხატვარ – მარიამ კალატოზიშვილი

მუსიკის ავტორი- დაჩი დოდაშვილი

ტექნიკური რეჟისორი – ინა ხომასურიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მარშალი – ზვიად დოლიძე

პროფესორი სიგელიუსი – ზაზა თაგოშვილი / ლაშა კანკავა

ექიმი გალენი – ლაშა გაბუნია/ ლაშა მებუკე

ბარონი კრიუგი – ნიკოლოზ გვაზავა

ჟურნალისტი – ანკა დიდმანიძე / ნანა ბიბილაშვილი

მამა – ანდრია ვაჭრიძე

დედა – ანა შარვაძე

მათი ქალიშვილი – სოფიკო ჩხიტუნიძე

მათი ვაჟი – ნიკოლოზ გაგნიძე

მარშალის ქალიშვილი – ალექსანდა თელია

უმცროსი კრიუგი – ირაკლი ჯიშკარიანი

ოპერატორი – გიორგი ტოჩილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები