LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 30 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

814
skoloa

რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგების კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება. რუსთავის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

”26 საჯარო სკოლიდან ტესტირების პროცესი 20 სკოლაში განხორციელდა. დღეს დანარჩენი 6 სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები გადიან ტესტირებას. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, რადგან მათი ეპიდემიოლოგები მიდიან სკოლებში და ტესტირების პროცესს უზრუნველყოფენ. საჯარო სკოლებში, ამ დროისთვის პედაგოგების კოვიდინფიცირების 20-მდე შემთხევა დაფიქსირდა ხოლო, 10-მდე კერძო სკოლებში. კერძო სკოლებსაც იგივე პროცესების გავლა და რეგულაციების დაცვა უწევთ, რომ სწავლა დაიწყონ საკლასო ოთახებში. პედაგოგები, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ, სამსახურში არ მიბრძანდებიან, მათი საგნები კი დირექციის ორგანიზებით, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავა. 15 თებერვლიდან რუსთავის ყველა სკოლა ჰიდრიდული სწავლების მეთოდზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში შეუდგება სწავლას, ნაწილი კი კვლავ ონლაინ რეჟიმზე დარჩება”. – განმარტა თამარ ხეჩიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ქუთაისის სკოლების მსგავსად, საკლასო ოთახებში, სასწავლო პროცესი რუსთავის სკოლებშიც 15 თებერვლიდან განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები