LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა – რას ამბობს “ენერგო-პრო ჯორჯია”

117
დჰეტჰ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიული შემთხვევის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბანს, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად, საარჩევნო უბნების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მალევე მოხერხდა.

„ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიწოდება მხოლოდ მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მალე მოხდება ალტერნატიულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადართვა და მიეწოდება ელექტროენერგია აღნიშნულ უბნებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე იხურება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 41.35%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები